"ივანიშვილი ალბათ, ერთი კაი მსუყე ჩანარიცხს გააკეთებს" -კვიციანი
ავტორი: გურიის მოამბე
"ივანიშვილი ალბათ, ერთი კაი მსუყე ჩანარიცხს გააკეთებს" -კვიციანი

ემზარ კვიციანს იმედი აქვს, რომ მისი „ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრის"ანგარიშზე ივანიშვილი მსხვილ ჩარიცხვას გააკეთებს. აღნიშნული ორგანიზაცია კვიციანმა თანამოაზრეებთან ერთად შეყვერებული ეყვილების აღრიცხვისთვის და ოჯახის შექმნაში დახმარებისთვის შექმნა:

„ანგარიში ორი დღის წინ გაიხსნა, ჯერჯერობით, ჩარიცხვაზე არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს. მაგრამ იმედი არის, რომ აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ადამიანები, მხედველობაში მაქვს თვითონ ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ბიზნესმენები, რომლების თხოვნითაც შეიქმნა ეს ცენტრი. დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რომ ასე თავგამოდებით არის ქველმოქმედი და ამდენი წელიწადია, ქართველი ხალხის გვერდშია, ალბათ, ერთი კაი მსუყე ჩანარიცხს გააკეთებს. ყველა ის ადამიანი, ვისაც ქართველების და საქართველოს წინსვლა და გაძლიერება უნდა, ყველა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, დეპუტატები.“- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

'.$TEXT['print'].'