'დაბნელდა საბოლოოდ და ვერ ვხვდებით, რომ სიბნელეა"
ავტორი: გურიის მოამბე
'დაბნელდა საბოლოოდ და ვერ ვხვდებით, რომ სიბნელეა"

"დღეს რაც "ოცნებაში" ხდება ტრაგიკომიკურია, იმიტომ, რომ "ოცნება" თავისი არსით მომართულია ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ეს არის უდაო და ვინც ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რომ ეს ასეა, მე ვფიქრობ მას რაღაც პრობლემა აქვს.

ნათელია, ცხადია, რომ ოცნება არის არსებითად არადემოკრატიული ძალა. არ არის ეს ხალხი დემოკრატიულად მოაზროვნეები. ისინი არასდროს არ ამბობენ მთავარს. 

ივანიშვილმა ისე დააზიანა ქართული პოლიტიკა, ქართული სახელმწიფოს ინტერესები, რომ მისი ადგილი დიდი ხანი არ უნდა იყოს აქ. ის უნდა იყოს, რბილად რომ ვთქვა, ყველა პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადოებრივი პროცესის მიღმა.

იმ დღიდან როცა დავიწყე კრიტიკა "ოცნებაში" არსებული დაჭაობებული, ჩამყაყებული ვითარებისა, ღიად ვამბობდი, რომ ისინი არიან გაცილებით საშიშები ამ პარტიაში, ვინც გუნდრუკს უქნევს და კატასტროფულად იცავს ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. 

დაბნელდა საბოლოოდ და ვერ ვხვდებით, რომ სიბნელეა და ამის შემოქმედები არიან ივანიშვილი და მისი გუნდი. თავის ბესელიებით და ჩუგ თუ ჩვენი ამომრჩეველი კიდევ ვერ მიხვდება, რომ მომავალ არჩევნებში სრულად აქციოს ზურგი ამ დანაშაულებრივ ძალას, მაშინ ქართველებმა ჩვენ თავს უნდა დავაბრალოთ რაც გვჭირს"-განაცხადა პოლიტოლოგმა, "ქართული ოცნების" ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა, არმაზ ახვლედიანმა "კბირის აქცენტებში".

'.$TEXT['print'].'