"ვინც გასაწევი იყო, გვერდზე გავწიე" - ღარიბაშვილი თავის ნათესავებზე
ავტორი: გურიის მოამბე
"ვინც გასაწევი იყო, გვერდზე გავწიე" - ღარიბაშვილი თავის ნათესავებზე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალმა პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის დროზე, თანამდებობიდან წასვლის მიზეზებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მასაც სურდა გარკვეული პოლიტიკური პროცესებიდან გვერდზე გაწევა. აქვე დასძინა, რომ "როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირი ხარ, ბევრი რამ არ ითქმის. ორ კაცში მოლაპარაკება რჩება ორ კაცში".

კითხვაზე, იყო თუ არა თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი მისი გარემოცვა (ნათესავები და ა.შ.), ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს:

"მაშინ ამ კითხვების (ნათესავებთან დაკავშირებით) დასმის საფუძველი არსებობდა... ქართველები ვართ ჩვენ, ყველას გვიყვარს ჩვენი ნათესავები, მაგრამ ყველაფერს იდეალურად ვერ დააორგანიზებ. შეიძლება ვიღაც ნათესავმა ისარგებლა, ბოროტად გამოიყენა რაღაც მდგომარეობა, შეიძლება ვიღაცამ გადააჭარბა... ეს ადამიანების ბუნებიდან გამომდინარეა, ცდილობენ, რომ იხეირონ... მე რამდენიმე ადამიანთან აღარ მაქვს საერთოდ ურთიერთობა, სახლში აღარ მოდიან. მე თვითონ გავწიე ის ადამიანები, ვინც გასაწევი. დანარჩენზე არ მსურს საუბარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

'.$TEXT['print'].'