"ხაზარაძის და ოქუაშვილის ქმედება ერთმანეთს გავს, როგორ დაამთავრა ოქუაშვილმა, კარგად იცით" - კობახიძე
ავტორი: გურიის მოამბე
"ხაზარაძის და ოქუაშვილის ქმედება ერთმანეთს გავს, როგორ დაამთავრა ოქუაშვილმა, კარგად იცით" - კობახიძე

მამუკა ხაზარაძის და ზაზა ოქუაშვილის ქმედება ერთმანეთს გავს, როგორ დაამთავრა ოქუაშვილმა, თქვენ ეს კარგად იცით- განაცხად პარლამენტის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძის განცხადებების შეფასებისას. 

„აქ არის ძალიან მარტივად საქმე. გახსოვთ ალბათ ოქუაშვილის შემთხვევაც, რომელსაც ჰქონდა 50 მლნ ლარის ვალი და მისი ინტერესი იყო ეს სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანათ. აქაც იგივესთან გვაქვს საქმე. არის სამართლებრივი საკითხი და არის მცდელობა, რომ გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, მაგრამ როგორ დაამთავრა ოქუაშვილმა, თქვენ ეს კარგად იცით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

'.$TEXT['print'].'