"ყველა ბავშვს უნდა, რომ აღიარო და გახდე მისი მეგობარი"- ლადო აფხაზავა
ავტორი: გურიის მოამბე
"ყველა ბავშვს უნდა, რომ აღიარო და გახდე მისი მეგობარი"- ლადო აფხაზავა

 მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტმა, ლადო აფხაზავამ გადაცემაში მძიმე კაცთან განაცხადა რომ -ყველა ბავშვს უნდა რომ აღიარო

"ყველა ბავშვს უნდა, რომ აღიარო და გახდე მისი მეგობარი. ყველა ბავშვს უნდა, რომ რაც შეუძლია, იმით წარმოაჩინო. ანუ, როგორია იცით მასწავლებლობა? ბევრი კარი არის და ბევრი გასაღები გაქვს, თითოეულს არგებ და აუცილებლად გააღებ, უნდა იწავლო, მაგრამ ბევრი მოსინჯო, ნებისყოფა უნდა გქონდეს, რომ გასაღები მოარგო და გააღო ეს კარი.

ამ კარების გაღების შემდეგ ხდება სასწაული — აქტიურდებიან, ბრძოლობენ, შრომობენ და მიხარია, რომ ჩემი მოსწავლეები ამბობენ სიტყვებს, რომ ადამიანის ყველაზე დიდი მონაპოვარი არის თავისუფლება."- განაცხადა აფხაზავამ.

'.$TEXT['print'].'