"თაკო ღონიერი გოგოა, შეუპოვარი და გამბედავი"- ნათია ფანჯიკიძე
ავტორი: გურიის მოამბე
"თაკო ღონიერი გოგოა, შეუპოვარი და გამბედავი"- ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

„თაკო ჩარკვიანს და მის პარტიას ვუსურვებ წარმატებას. არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი რომ დავიბადე, იქვე-იქვე, სიახლოვეს დამხვდა და ცხადია, ნეპოტისტურად მიყვარს, ყოველგვარი ნეპოტიზმის გარეშე, ობიექტურად, თაკო ღონიერი გოგოა, ძალიან შეუპოვარი და გამბედავი. არასდროსაა ემოციურად ზარმაცი, მძაფრად, დრამატულადაც კი იცის განცდა, ამიტომ ასეთი ემოციურობის გამო ზოგს სუსტი შეიძლება ეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში უშრეტი ენერგიის ადამიანია, მთის ქალის ხასიათით, რომელმაც უკან დახევა არ იცის."- წერს ფანჯიკიძე.

'.$TEXT['print'].'