ექსკლუზივი: ნატო ხომერიკი ოზურგეთის მერიას მოურიგდა
ავტორი: გურიის მოამბე
ექსკლუზივი: ნატო ხომერიკი ოზურგეთის მერიას მოურიგდა

თითქმის ერთწლიანი სასამართლო დავის შემდეგ ყოფილი ოზურგეთის მუნიციპალური გამგეობის ყოფილი კულტურის სამსახურის უფროსი ნატო ხომერიკი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მოურიგდა და ამ ორ სუბიექტს შორის სასამართლო დავა შეწყდა.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ოზურგეთის მერიიდან აცნობეს.

მორიგების შედეგად, რომელიც მხარეებს შორის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის საფუძველზე განხორციელდა, ნატო ხომერიკი ოზურგეთის მერიის კულტურის სამსახურში ერთ ერთი განყოფილების უფროსი იქნება და გარკვეული რაოდენობის კომპენსაციასაც მიიღებს.

დღემდე ხომერიკი სასამართლოსაგან მისი კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა.

ხომერიკი მიიჩნევდა რომ მისი ამ თანამდებობიდან დათხოვა უკანონოდ მოხდა და ამ თანამდებობაზე აღდგენას _ შესაბამისად იმ კონკურსის შედეგების გაუქმებას მოითხოვდა რომლის შედეგადაც ამ სამსახურის ხელმძღვანელად ყოფილი ქალაქ ოზურგეთის კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე შეირჩა.

 

'.$TEXT['print'].'