მიშა თუ ბიძინა?-რას ფიქრობენ გურულები ბოლო დროის „მთავარ კითხვაზე“?
ავტორი: გურიის მოამბე
მიშა თუ ბიძინა?-რას ფიქრობენ გურულები ბოლო დროის „მთავარ კითხვაზე“?

წინა ხელისუფლების შეცვლიდან  7 წლის განმავლობაში, რაც ყველაზე მეტად თვალში საცემი გახდა, ორად გახლეჩილი საზოგადოება და „მიშისტებად“ და „ბიძინისტებად“ დალაგებული  ქართული პოლიტიკური სივრცეა.

ერთმანეთის მიმართ აგრესია, ზიზღი, გაუტანლობა ყველაფერი მოდის სწორედ იქედან თუ ვინ „ვისი გორისაა“.

კრიტიკული აზროვნებით გამორჩეულებს, ვისთვისაც დღევანდელი საქართველო მიუღებელია, მცირედი არ აკმაყოფილებს და უფრო ღირსეული ცხოვრება უნდა, აი, ისეთი განვითარებული ქვეყნების საზოგადოებას რომ სჩვევია, თავისი პოლიტმარკა აქვს-„მიშისტი“.

იმათ კი, ვისთვისაც წარმოუდგენელია იმის განმეორება რაც ‘სისხლიან 9 წელში“ ხდებოდა და ყველაფერზე თანახმაა „ოცნებისგან“, ოღონდაც „თავისუფლად“ ისუნთქოს,  აქ, ჩვენში „ბიძინისტებად“ მოიხსენიებენ.

მოკლედ, ორად გახლეჩილი ქვეყანა, ხალხი და პოლიტელიტა , როგორც საბოლოოდ ირკვევა, სწორედ ამ ორმა ადამიანმა შექმნა- მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა, რადგან ერთიც და მეორეც, სწორედ იმ ერთადერთ პირებად მოიხსენებიან,. ვინც ისე ჭრის და ისე კერავს, როგორც გაუხარდება და „ორკესტრიც“ ისე ჰყავს  დახელოვნებული, ნებისმიერ შეკვეთილ მუსიკას შესაშურად რომ აუწყობენ ფეხს.

ასეა თუ ისე, ეს მიდგომა უკვე წლებია კლავს ორად გახლეჩილ ქვეყანაში იმ ყველაზე მთვარს-რეალური მესამე ძალა რომ შეიძლება ერქვას და ამ ორი მიმართულებით მოძრავ ერთ წრეზე ,ჩვენც მორჩილად დავდივართ და დავდივართ.

მოკლედ და მარტივად, თუ რას ფიქრობენ გურულები იმ ყველაზე მთავარ „ორზე“ და წინა ხელისუფლების 9 წლიანი მმართველობის შემდეგ, „ოცნების“ ხელისუფლების 7 წლის თავზე,  რამდენად აქტუალურია მათთვის კითხვა- მიშა თუ ბიძინა?- „გურიის მოამბემ“ ადგილობრივების აზრი მოისმინა.

„აპა, პა, პა მიშა არ გამაგონოთ! ჩემი შვილები მშვენივრად მუშაობენ, საჭმელი გვაქვს და იმის არ მეშინია, სახლში ცოცხლები თუ დაბრუნდებიან-მეთქი“

„მიშა არ უნდა დაბრუნდეს. ეს გამორიცხულია, მაგრამ ესენიც უკვე წითელ ხაზს მიუახლობდნენ. ახალგაზრდები გვეღუპება“

„ჩვენ როგორც ახლა არის-გაძაღლებული ცხოვრება მიგვყავს რაღაცნაირად, არც არაფერი იცვლება და არც შეიცვლება სანამ ახალი ძალა არ მოვა, მაგრამ  მტკივნეული ისაა, რომ ამასობაში ახალგაზრდა თაობა ფუჭდება. თვალში საცემი გახდა კრიმინალის ზრდა და ამ კუთხით თუ შევხედავთ, მაშინ რა თმა უნდა მიშა. ის ახალგაზრდებზე ნამდვილად ფიქრობდა“

„რა თქმა უნდა მიშა. ბიძინას ჩვენთვის არაფერი არ გაუკეთებია. უფრო მეტიც, ყოველდღიურად ვკარგავთ საქართველოს ტერიტორიებს. რუსეთი მოიწევს და მოიწევს. ეს ბიძინა უნდა მოწყდეს და გადაშენდეს. სხვა გამოსავალი არც გვაქვს“

„შეიძლება მიშა დესპოტი იყო, მაგრამ ხალხისთვის მაინც ის სჯობდა. რაღაცას მაინც აკეთებდა, ეს კაცი, ბიძინა არაფრის მაქნისი არაა“.

თუ ვინ არიან ის ადამიანები, ვინც „გურიის მოამბესთან“ მათი აზრი ღიად დააფიქსირეს და კიდევ რა არჩევანზე ლაპარაკობენ დანარჩენი რესპონდენტები, ამის შესახებ ვრცელ წერილს გაზეთის ორშაბათის, 18 მარტის ნომერში შემოგთავაზებთ.

'.$TEXT['print'].'