გურია "ინერტული" რევოლუციისათვის ემზადება
ავტორი: გურიის მოამბე
გურია "ინერტული" რევოლუციისათვის ემზადება

გურიის მხარის მდინარეებში მილიონობით კუბური მეტრი ინერტული მასალის მოპოვება გაუსაძლის მდგომარეობას უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას რაც ავტომატურად მკვეთრად ზრდის ადგილობრივი მოსახლეობის ხელისუფლებისადმი რადიკალურ განწყობებს.

გურიაში მიიჩნევენ, რომ ამ მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა კატასტროფულია და შესაბამის სამთავრობო ინსტანციებში შექმნილი ვითარება არ ადარდებთ.

მოსახლეობა მიიჩნევს რომ ამის ერთადერთი და მთავარი მიზესი ქვეყანაში არსებული კორუფციის დიდი მასშტაბებია, რადგან მდინარეებში ქვიშა ღორღის მოპოვებაზე გაცემული ლიცენზიები ბევრ კითხვას ბადებს, ლიცენზიების მომპოვებელი კომპანიების მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომელიც ყოველგვარ კონტროლს მიღმა დგას, ამ კითხვებს უფრო საფუძვლიანს ხდის.

თავისთავად ცხადია, რომ  სამშენებლო მასალებზე მოთხოვნის მატებასთან ერთად ბუნებიდან მშენებლობისთვის საჭირო რესურსებისქვიშა-ხრეშის, ბალასტის, გრანიტისამოღების ტენდენცია მატულობს;

საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში ათეულობით განკარგულება გამოსცა და ასეულობით ლიცენზია გასცა მდინარეებში ქვიშა ღორღის მოპოვებაზე.

მაშინ როცა გასულ წელს  გურიაში მდინარეებიდან ინერტული მასალების თვითნებური მოპოვების გამო ათეულობით ადამიანია დაჯარიმებული ჯარიმა 1000-დან 1500 ლარამდეა. ამ სფეროში მომუშავე კომპანიები ინერტული მასალის მოპოვებისას არანაირ წესსა და კანონს არ იცავენ.

ქართული კანონმდებლობით, მდინარიდან ქვიშა-ხრეშის ამოღება მხოლოდ 3 მეტრ სიღრმემდე შეიძლება. თუმცა, არის შემთხვევები, როცა კომპანიები გადაჭარბებით და წესების დარღვევით იღებენ რესურსებს;

მოიხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 221 სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომელი და 104 ინსპექტორი ჰყავს; მდინარეებზე ინერტული მასალის მოპოვება სრული ქაოსისა და უკონტროლობის ფონზე მიმდინარეობს.

თუ გავიხსენებთ ბოლო დროინდელ ყველაზე გახმაურებულ სკანდალებს გურიაში, მასში ყველაზე ხშირად სწორედ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები და ინსპექტორები ფიგურირებენ. ეს სკანდალები კი მათი უმრავლესობის კორუფციაში ბრალდებით დაპატიმრებებით დასრულდა, მაგრამ ამ მხრივ მდგომარეობა ადგილებზე ოდნავადაც არ გამოსწორებულა.

როცა არაფერს არ აკეთებს ხელისუფლება ხალხი იძულებული ხდება თავად ჩაერიოს პროცესებში, რაც ხშირ შემთხვევაში კანონის გვერდის ავლით, მასიური გამოსვლების ფონზე ხდება.

გასულ წელს ლიხაურში (სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში) დაიწყო და ამავე მუნიციპალიტეტის ათეულობით სოფელს - მერია, მელექედური, შემოქმედი, წითელმთა, გურიანთა, კვირიკეთი, მაკვანეთი, ბაილეთი, სილაური, დვაბზუ, გაღმა დვაბზუ, ასევე აკეთი, ჭანჭათი (ლანჩხუთი), ხიდისთავი (ჩოხატაური) - მოედო მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები, რომლის დროსაც ადგილობრივებმა პიკეტებითა და აქციებით, საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ამ სოფლებში ჩამომავალი მდინარეებიდან სუფსა, ბჟუჟი, ნატანები, აჭი - გამოდევნეს ინერტული მასალების მომპოვებელი კომპანიები.

მოსახლეობა აცახდებს, რომ ბოლო წლებში მდგომარეობა კატასტროფული გახდა - არტეზიულ ჭებში წყალი დაშრა, ნადგურდება ეკოსისტემა, გავერანებულია მდინარის მისადგომები, სოფლებში საძოვარიც კი არსად დარჩა, ნადგურდება გზები, დიდი გაბარიტის მქონე თვითმცლელების მასიური მოძრაობის გამო მწყობრიდან გამოდის საცხოვრებელი სახლები.

ადგილობრივები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ლიცინზიის მფლობელი კომპანიები ინერტული მასალის მოპოვებას კანონის უხეში დარღვევებით ახორციელებენ.

გარდა ამისა, ვინაიდან არ არსებობს არანაირი კონტროლი, ნებისმიერ კომპანიას, ლიცენზიით მინიჭებული კვოტაზე, რეალურად ათჯერ და ასჯერ მეტი ინერტული მასალა გააქვს.

ამ დროს ხალხს ყველაზე მეტი კითხვა ლიცენზიების გამცემ ორგანოსთან უჩნდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ წიაღისეულის მართვის სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების და მოვლენების, აგრეთვე გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების პროგნოზირების შემთხვევაში შესაბამისი გაფრთხილებების მომზადება და გავრცელება, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზის უზრუნველყოფა, გეოდინამიკური პროცესების, გეოლოგიური გარემოს საინჟინრო-გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება, გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და გავრცელება

ეს სააგენტო ყველაფერს აკეთებს მასზე დაკისრებული უფლებამოვალეობის გარდა.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მთავრობამ ინერტული მასალის მოპოვებაზე, თავი რომ დავანებოთ ზემოაღნიშნულ მდინარეებს, ლიცენზია ისეთ სპეციფიურ (პატარა) მდინარეზე გასცა როგორიც ბახვის წყალია, სადაც ბოლო წლებში ჰიდროელექტროსადგურების კასკადი შენდება.

კვლევა იმაზე, თუ რა სოციალური და გამორემოსდაცვითი გავლენა აქვს რესურსების ამოღების მზარდ ოდენობას, არ არსებობს;

კვლევა არ არსებობს არც იმაზე, თუ კონკრეტულად რა ოდენობის ქვიშა-ხრეშის ამოღებაა ოპტიმალური ამა თუ იმ მდინარის კალაპოტიდან ისე, რომ არ დაზიანდეს ადგილობრივი ეკოსისტემა.

გარდა ამისა, ყოველწლიურად კერძო კომპანიები თუ მუნიციპალიტეტები მილიონობით კუბური მეტრი სამშენებლო მასალის ულიცენზიოდ ამოღების ნებართვას იღებენ. ამოსაღები რესურსის ოდენობა, საერთო ჯამში, 6,6 მილიონ კუბურ მეტრს აჭარბებს;

გარდა ლიცენზიებისა, რომელსაც  გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს, კომპანიებს და მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ მოიპოვონ რესურსი ლიცენზიის გარეშე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტზეა საუბარი;

თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ბუნებრივი რესურსების ლიცენზიისგან გათავისუფლებულან კომპანიები, რომლებიც არასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე, კერძო კომერციულ პროექტებს ახორციელებენ;

საქართველოს მთავრობასთან კომპანიას  მუნიციპალიტეტშუამდგომლობს;

მდინარეების, ბჟუჟის, ნატანების, სუფსის და აჭის მთელ პერიმეტრზე არ არის დარჩენილი ადგილი რომ მასზე ინერტული მასალების მოპოვებისათვის ლივენზია არ იყოს გაცემული.

ყველაზე მეტი ლიცენზია ოზურგეთში არჩილ ყაზაიშვილისა და მერაბ ჭანუყვაძის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლობის მოვალეობის შემსრულებელი და გურიის ყოფილი გუბერნატორი) დროსაა გაცემული.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წელიწად ნახევარია, ანუ ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ პერიოდში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შუამდგომლობით ლიცენზიის გაცემაზე სააგენტოსათვის არ მიუმართავს.

"ინერტული მასალების მოპოვების" წინააღმდეგ ოზურგეთში სახალხო მოძრაობა ლიხაურიდან დაიწყო და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ის მუნიციპალიტეტის ათზე მეტ სოფელს მოედო, თუმცა მოსახლეობა ხვდება რომ მიუხედავადა მზარდი საპროტესტო ტალღისა მთავრობა თავისი მიდგომების გადახედვასა და რაიმე სახის ცვლილებების შეტანას ლიცენზიების გაცემისა და ინერტული მასალები მომპოვებელი კომპანიების საქმიანობის კონტროლის წესში ცვლილებების შეტანას არ აპირებს, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ თუ ასე გაგრძელდა (და საქმეს სხვა პირი არ უჩანს), გურია შესაძლოა "ინერტულმა რევოლუციამ" მოიცვას.

 

'.$TEXT['print'].'