"ბიძინა ივანიშვილს ჰგონია..."- ზურაბიშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
"ბიძინა ივანიშვილს ჰგონია..."- ზურაბიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურქსელში პოსტს აქვეყნებს: 

ხელისუფლებს მომხრეებისთვის ორი ამბავი მაქვს: ერთი კარგი და ერთი ცუდი.

კარგი ამბავი ისაა, რომ ჩვენი მინისტრები და დეპუტატები (ყოველ შემთხვევაში მათი რაღაც ნაწილი მაინც) არც ისე არაკვალიფიციურები არიან, რომ არ ესმოდეთ: აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ვიღაცის ჭორად მოყოლილს კი არ იმეორებს, არამედ სხვადასხვა და დივერსიფიცირებული წყაროებიდან მოძიებულ მასალებს ეყრდობა.

ცუდი ამბავი კი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია ასე - ამერიკის ხელისუფლება ენჯეოშნიკებს და მათ უკან მდგომ ნაცებსაა აყოლილიო, ხოლო ის მინისტრები და დეპუტატები, რომლებიც არც იმდენდ არაკვალიფიციურები არიან სერიოზულად რომ დაიჯერონ ეს, ამჯობინებენ ის ილაპარაკონ, რასაც პარტიის ლიდერი მიიჩნევს სწორად და არა ის, რასაც თავად ფიქრობენ.

'.$TEXT['print'].'