სასკოლო სპორტულ ოლიმპიადიაზე მინიფეხბურთში პირველი ადგილი, ოზურგეთის N2-ე საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა
ავტორი: გურიის მოამბე
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადიაზე მინიფეხბურთში პირველი ადგილი, ოზურგეთის N2-ე საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა

გურიის რეგიონალური პირველობისათვის მინიფეხბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ოზურგეთის N2-ე, ჩოხატაურის N1 და ლანჩხუთის N3-ე საჯარო სკოლების გუნდები იღებდნენ.

პირველი ადგილი ოზურგეთის N2-ე საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილი ლანჩხუთის N3-ე საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

რეგიონალური თამაშები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და დაფინანსებით ჩატარდა.

'.$TEXT['print'].'