"დენდროფილი კიდევ ერთ ხეს მიაქანებს საკუთარ სამფლობელოში"-ოზურგეთის სოფლებს შუქის მიწოდება შეუწყდებათ
ავტორი: გურიის მოამბე
"დენდროფილი კიდევ ერთ ხეს მიაქანებს საკუთარ სამფლობელოში"-ოზურგეთის სოფლებს შუქის მიწოდება შეუწყდებათ

 ლაითურიდან დენდროლოგიურ პარკში ბიძინა ივანიშვილის "კანფეტის ხის"გადატანის გამო, ოზურგეთის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

ღამის პირველი საათიდან ოთხი საათის განმავლობაში სოფლების ჩაბნელება ხის ტრანსპორტირებისთვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების ჩახსნას უკავშირდება.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რამდენიმე საათით შუქის მიწოდება შეუწყდება ოზურგეთის ნაწილს, ადასტურებენ "ენერგო პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ის, რომ ასწლოვანი ხე ლაითურიდან უნდა გადაიტანონ,  ამ ინფორმაციას "გურიის მოამბეს" რამდენიმე წყარო უდასტურებს. 

ყოფილი პრემიერის ბოლოდროინდელი გატაცების გამო, მოსახლეობის უშუქოდ დარჩენის თემას ფეისბუკზე ეხმაურება 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე:

"დენდროფილი კიდევ ერთ ხეს მიაქანებს საკუთარ სამფლობელოში. სანთლები მოიმარაგეთ ოლიგარქის ხუშტურის დასაკმაყოფილებლად რამდენიმე საათში მაღალი ძაბვის სადენებს ჩაჭრიან და ჩააბნელებენ ოზურგეთს"-წერს მჟავანაძე.

'.$TEXT['print'].'