საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება
ავტორი: გურიის მოამბე
საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  რვა მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედური და ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.

არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

 

საკრებულოების შუალედური არჩევნები ოზურგეთის, საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება. 

რვავე მუნიციპალიტეტში არჩევნები ჯამში 26 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. 

'.$TEXT['print'].'