1 მილიონის შემოწირულობა 1 თვეში-ვინ ჩაურიცხა თანხა "ოცნებას"
ავტორი: გურიის მოამბე
1 მილიონის შემოწირულობა 1 თვეში-ვინ ჩაურიცხა თანხა "ოცნებას"

"ქართულმა ოცნებამ" მარტში, ფიზიკური პირებისგან მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღო. "ქართული ოცნების" მსხვილ შემომწირველებს შორისაა "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი ნატო ხაინდრავა, რომელმაც ოცნებას 50 ათასი ლარი გადაურიცხა. 45 ათასი ლარი კი "ქართულ ოცნებას" პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა შესწირა. პარტიას მაქსიმალური თანხა 60-60 ათასი ლარი კი 4-მა ბიზნესმენმა გადაურიცხა. მონაცემები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა გასაჯაროებული.

'.$TEXT['print'].'