"ჩვენი შეცდომაა, რომ ასეთი ბიოგრაფიის ადამიანი მოექცა ქვეყნის სათავეში" - შავგულიძე
ავტორი: გურიის მოამბე
"ჩვენი შეცდომაა, რომ ასეთი ბიოგრაფიის ადამიანი მოექცა ქვეყნის სათავეში" - შავგულიძე

ივანიშვილს ის პერიოდი 90-იანი წლებიდან მოყოლებული არ უცხოვრია არც საქართველოში ფიზიკურად და არც საქართველოს ტკივილით - განაცხადა  “თავისუფალი დემოკრატების” და “ევროპული საქართველოს” პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ბიძინა ივანიშვილის წერილის კომენტირებისას:

“ჩემთვის გასაგებია ბატონი ივანიშვილი ასეთი დამოკიდებულება ამ პერსონის მიმართა, რომ მას უხერხულადაც კი არ მიაჩნია გენერალ ლებედის მხარდაჭერა და მისი დაფინანსება და ასე შემდეგ,

საქმე იმაშია, რომ ბატონი ივანიშვილს ის პერიოდი 90-იანი წლებიდან მოყოლებული არ უცხოვრია არც საქართველოში ფიზიკურად და არც საქართველოს ტკივილით. ის წავიდა იმ ქვეყანაში და იმ ქვეყნის მოქალაქე გახდა, რომელიც ტკივილს აყენებდა საქართველოს და აყენებს დღესაც.  იმ ქვეყანაში ქმნიდა თავის ბიოგრაფიას, ქონებას.

ჩვენი შეცდომაა, რომ დაუშვით ასეთი ბიოგრაფიის ადამიანი მოქცეულიყო ქვეყნის სათავეში და ეს შეცდომა არის გამოსასწორებელი“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

'.$TEXT['print'].'