,,9 აპრილმა უდიდეს ტკივილთან ერთად დაგვიტოვა სიამაყის განცდა"
ავტორი: გურიის მოამბე
,,9 აპრილმა უდიდეს ტკივილთან ერთად დაგვიტოვა სიამაყის განცდა"

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა.
გურიის მხრის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ , საკრებულოს თავმოჯდომარემ დავით დარჩიამ და საჯარო მოხელეებმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ლიხაურში პატივი მიაგეს 9 აპრილის ღამეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ნინო თოიძის ხსოვნას და დაესწრნენ ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. 
,, 9 აპრილი ეს არის მწუხარებისა და დამოუკიდებლობის დღე, რომელმაც უდიდეს ტკივილთან ერთად დაგვიტოვა სიამაყის განცდა, რადგან ეს იყო ქათველების ერთსულოვნებისა და ეროვნული ერთიანობის მიღწევის დღე. ტრაგიკულად დაღუპულ 21 გმირს შორის ერთ-ერთი ოზურგეთელი ნინო თოიძეა, რომლის სახელი ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და თაობებს გადაეცემა"- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია. დაიღუპა 21 ადამიანი.
1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღდგენილად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

'.$TEXT['print'].'