საზოგადოება ემზადება დასაჯოს ივანიშვილი სიცრუისთვის-ოზურგეთში შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან
ავტორი: გურიის მოამბე
საზოგადოება ემზადება დასაჯოს ივანიშვილი სიცრუისთვის-ოზურგეთში შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან

მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი, მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული საკითხები, კორუფცია, ნეპოტიზმი - ეს პრობლემები მოისმინა მოსახლეობისგან "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, ოზურგეთში სერი- ანასეულის, ექადიას ოლქში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად.

შუალედური არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატი, კობა ზაქარეიშვილი იქნება. 

"ევროპული საქართველოს" ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში ცვლილებების დრო მოვიდა და თითოეული არჩევნები ივანიშვილის სახლში მშვიდობიანად გასტუმრებისთვის უნდა იქნას გამოყენებული.

„ხალხს ყელში ამოუვიდა ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მეშვიდე წელს ისევ სერიალების გადაღებას ჰპირდება. ამიტომ ქართული საზოგადოება და განსაკუთრებით უპატრონოდ დატოვებული რეგიონები და რაიონები, ემზადებიან „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი დასაჯონ, ამ სიცრუისთვის, ამ გადაგედბულობისთვის, ამ უპატრონობისთვის, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში და გურიაში ხდება,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

'.$TEXT['print'].'