"ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა არის უმთავრესი"-"ხორცის სკანდალზე" საკრებულომ მაკა ჭყონიას განმარტებები მოისმინა
ავტორი: გურიის მოამბე
"ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა არის უმთავრესი"-"ხორცის სკანდალზე" საკრებულომ მაკა ჭყონიას განმარტებები მოისმინა

"ბაღებში საეჭვო ხარისხის ხორცი არ შესულა!" - განაცხადა ა.(ა).ი.პ. "სკოლამდელი აღზრდის ცენტრი" -ს დირექტორმა მაკა ჭყონიამ, დღეს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე.

საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც ე..წ. "ხორცის სკანდალს" უკავშირდება, განმარტებები ა.(ა).ი.პ. "სკოლამდელი აღზრდის ცენტრი" -ს დირექტორი მაკა ჭყონიამ გააკეთა. მანვე ამ თემის ირგვლივ საკრებულოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.

„მოგეხსენებათ ეს არის თემა რომელსაც განსაკუთრებული ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა არის უმთავრესი და აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია აღნიშნულზე. ამიტომ დღეს ბიუროს სხდომაზე მოვიწვიეთ ა(ა).ი.პ. "სკოლამდელი აღზრდის ცენტრი" -ს დირექტორი, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“ - აღინიშნა ბიუროს სხდომაზე.

'.$TEXT['print'].'