"მინდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოსცილდეს "- მაღრაძე
ავტორი: გურიის მოამბე
"მინდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოსცილდეს "- მაღრაძე

“ქართული ოცნება“ იგივე საყრდენებს დაეყრდნო, რასაც “ნაციონალური მოძრაობა“ ეყრდნობოდა - მინდა ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებას ჩამოსცილდეს ისე, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს, - აღნიშნული განცხადება “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ პოეტმა და მოძრაობა “დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა დავით მაღრაძემ გააკეთა.

მაღრაძის თქმით, მას აქვს სურვილი, რომ “ხვალიდენლი დღე დაიცვას და გაათავისუფლოს დაპირისპირებისგან, რომელიც ყოველგვარი შინაარსისგან ჩამოიცალა“.

“ქართულმა ოცნებამ“ “ნაციონალურ მოძრაობას“ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ მოუგო. ეს არის ფაქტი. ნდობა ხომ არ გექნება პარტიის, რომელიც არჩევნებს ვერ იგებს და რომც მოიგოს, გამარჯვების სიხარული მე რატომ უნდა გავიზიარო, ესეც აღარ ვიცი - ამიტომ ერთი ძალაუფლებიდან უნდა წავიდეს და მეორე - ვერ მობრუნდეს. ეს არის ეროვნული ამოცანა“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

'.$TEXT['print'].'