"ნებისმიერი კრიზისი - ახალი შესაძლებლობაა!“
ავტორი: გურიის მოამბე
"ნებისმიერი კრიზისი - ახალი შესაძლებლობაა!“

„ნებისმიერი კრიზისი – ახალი შესაძლებლობაა!“ – თვლიდა უინსტონ ჩერჩილი, რომელმაც არა მხოლოდ ბრწყინვალე დიპლომატობითა და პოლიტიკური საქმიანობით გაითქვა სახელი, არამედ გონიერებითა და ცხოვრების მდიდარი გამოცდილებით, რომლის გაზიარება არც ჩვენ გვაწყენდა.

 

პესიმისტი ნებისმიერ შესაძლებლობაში სირთულეს ხედავს, ოპტიმისტი კი, პირიქით – ნებისმიერ სირთულეში შესაძლებლობას პოულობს.

მტრები თუ გყავს – საკუთარი თავით კმაყოფილი უნდა იყო, რადგან მხოლოდ ძლიერ ადამიანს ემტერებიან!

როცა ორი ჩხუბობს, აუცილებლად მესამე იმარჯვებს!

ცხოვრების მანძილზე ყველა ნიჭიერი ადამიანი ერთხელ მაინც კარგავს ბრწყინვალე შანსს.

ჯოჯოხეთის გავლა თუ გიწევს – ეცადე სწრაფად გაიარო!

გონიერი ადამიანი არა მხოლოდ თვითონ არ უშვებს შეცდომებს, არამედ სხვასაც აძლევს მათი დაშვების საშუალებას.

წარმატება – სინამდვილეში მხოლოდ უნარია გაიარო გზა ერთი მარცხიდან მეორემდე ისე, რომ არც ოპტიმიზმი დაკარგო, არც ენთუზიაზმი!

მხოლოდ მაშინ უნდა გაშალო ფრთები, როცა ქარის საწინააღმდეგოდ ისწავლი ფრენას და არა მისი მიმართულებით.

ბრიყვია ის, ვისაც საკუთარი აზრის შეცვლა არ შეუძლია!

როცა ბრძენები დუმან, სწორედ მაშინ იწყებენ ლაპარაკს ბრიყვები.

ძალაუფლება – ნარკოტიკია. ერთხელ თუ მოსინჯე, სამუდამოდ მოიწამლები.

ნუ დაგენანებათ ჯანმრთელობა და სიმდიდრე, გაუფრთხილდით იღბალს, რადგან „ტიტანიკზე“ ყველა მდიდარი და ჯანმრთელი იყო, თუმცა მხოლოდ ერთეულებს გაუმართლა.

სანამ სიმართლე „შარვალს იცვამს“ სიცრუე მთელი მსოფლიოს შემორბენას ასწრებს.

პოლიტიკა ისეთივე სახიფათოა, როგორც იმი. თუმცა ომში მხოლოდ ერთხელ გკლავენ, პოლიტიკაში კი, ყოველდღე შეიძლება გაგწირონ სასიკვდილოდ.

ყველაზე კარგი გემოვნება მას აქვს, ვინც მხოლოდ საუკეთესოთი კმაყოფილდება.

თუ გსურთ კამათში თქვენ თქვათ ბოლო სიტყვა, უთხარით ოპონენტს, რომ სრულად იზიარებთ მის აზრს.

ცხოვრებაში ყოველთვის ის სარგებლობს უპირატესობით, ვინც ადრე უშვებს შეცდომებს და ჭკუასაც ადრე სწავლობს.

ადამიანებს ბრწყინვალედ შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა, როცა არაფერი იციან მის შესახებ.

ომი – უსამართო ბრძოლაა, როცა მცირე ჯგუფის ინტერესებს სრულიად უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე ეწირება.

უკეთესია მოისყიდოთ, ვიდრე მოკლათ და ბევრად უკეთესია მოგისყიდონ, ვიდრე მოგკლან.

სამწუხაროდ დიდი მოვლენების და პატარა ადამიანების ეპოქაში ვცხოვრობთ!

ავტორიტეტის მოპოვება მხოლოდ სიმშვიდის შენარჩუნებით შეიძლება.

ადამიანი მხოლოდ მაშინ პოულობს ერთადერთ სწორ გამოსავალს, როცა ათასობით არასწორს მოსინჯავს და ამაში ცუდი არაფერია.

ურთიერთობის გაფუჭების საუკეთესო საშუალება, მისი გარკვევის მცდელობაა.

მკვლელის მოკვლით მკვლელთა რაოდენობა არასდროს მცირდება.

'.$TEXT['print'].'