ევროპის 2019 წლის ჩემპიონატი-ოზურგეთელმა ლევან ქავჟარაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ავტორი: გურიის მოამბე
ევროპის 2019 წლის ჩემპიონატი-ოზურგეთელმა ლევან ქავჟარაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოზურგეთელმა ლევან ქავჟარაძემ დღეს გამართულ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე ქავჟარაძემ (63 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის შერკინებაში პოლონელ მიხალ ტრაჩს 5:2 სძლია.

მანამდე, ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში უნგრელი ბენჩე კოვაჩი 10:0 გაანადგურა, ნახევარფინალში კი მომავალ გამარჯვებულ, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ, რუს სტეპან მარინიანთან 3:11 წააგო.

'.$TEXT['print'].'