"ამ წუთებში სუფსა-გრიგოლეთის მაგისტრალი პარალიზებულია"-დეპუტატი
ავტორი: გურიის მოამბე
"ამ წუთებში სუფსა-გრიგოლეთის მაგისტრალი პარალიზებულია"-დეპუტატი

ამ წუთებში სუფსა-გრიგოლეთის მაგისტრალი პარალიუზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, ენმ-ის ადგილობრივი ლიდერი, კახა ასკურავა ავრცელებს.

"როგორ ამ წუთას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. სუფსიდან მაცნობეს შეწყვეტილია ელექტრო ენერგიის მიწოდება და პარალიზებულია სუფსა-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალი.

მიზეზი - ბ.ივანიშვილის ხის ტრანსპორირება. 
სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ"!-წერს ასკურავა. 

ცნობისთვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან- სუფსადან და გრიგოლეთიდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის ეზოში, გიგანტური ხეების გადატანა იგეგმება.

მრავალწლოვანი ნარგავები ტრანსპორტირებისთვის უკვე გამზადებულია. ხეების გადატანის პროცესს გრიგოლეთში მწვანე ნარგავები შეეწირა, გაიჩეხა ფიჭვის ხეები.

'.$TEXT['print'].'