ხანძარი ჩუნიის ტყეში-შსს-მ გამოძიება დაიწყო
ავტორი: გურიის მოამბე
ხანძარი ჩუნიის ტყეში-შსს-მ გამოძიება დაიწყო

გუშინ ჩუნიის ტყეში გაჩენილი ხანძრის მიზეზების დასადგენად შსს-მ გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო. 

ოზურგეთში შემოქმედი, ცხემლისხიდი-გომის საზღვარზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მეხანძრეებმა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ შეძლეს. 

რთული რელიეფის გამო, ადგილამდე სახანძროს მანქანების მისვლა ვერ ხერხდებოდა.

ადგილზე 70 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. 
ცეცხლი დღის მეორე ნახევარში ეკალ-ბარდებს გაუჩნდა და დაახლოებით 30 ჰა ტერიტორიაზე გავრცელდა. დასახლებული პუნქტიდან 10 კმ.-ის მოშორებით. 

დამატებით დამხმარე ძალა აჭარიდან და სამეგრელოდან გამოიძახეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიცია. 

'.$TEXT['print'].'