"მე ზუგდიდელი გავხდი, აქ ვცხოვრობ, ჩემთვის საინტერესოა როგორ იღვიძებს სოფელი"
ავტორი: გურიის მოამბე
"მე ზუგდიდელი გავხდი, აქ ვცხოვრობ, ჩემთვის საინტერესოა როგორ იღვიძებს სოფელი"

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან - სანდრა რულოვსმა, უკვე მეორედ გადაწყვიტა, თავისი მომავალი სამეგრელოს და ზუგდიდს დაუკავშიროს. სოფელ-სოფელ, კარდაკარ დადის და იქაურების პრობლემებს კიდევ ერთხელ ეცნობა.

"მარშუტკითაც დავდივარ. სოფელში ვჩერდები ღამე. საინტერესოა როგორ იღვიძებს სოფელი. რა ხდება ირგვლივ: უფულობა, უწყლობა, უგაზობა...ყველაფერი მინახავს უკვე. მანკიერ წრეში იმყოფება ხალხი. ვალები აქვთ, ჯერ იმას ვერ ფარავენ და ისევ ახალი უნდა აიღონ. თხილზე იყო ხალხი და ახლა მეორე წელია ესეც არ არის. მე ზუგდიდელი გავხდი. მე იქ ვცხოვრობ. მე მინდა ის იყოს ცოცხალი ქალაქი. ბევრი უნდა დაიხარჯოს ინფრასტრუქტურაზე. ახლა დაიწყეს წინასაარჩევნოდ რაღაცეების კეთება. ვიძახი, რა ხდება, ამდენი ტრაქტორები, რა ამბავია..."არჩევნებია ქალბატონო"-მეუბნებიან"

ერთ დროს ჰოლანდიის ქალაქ ტერნეზენის მკვიდრი, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ჯერ თბილისელი გახდა, ახლა უკვე, თუ ზუგდიდის მერი გახდება, სამეგრელოში საბოლოოდ მოუწევს დასახლება და უკვე უამრავ გეგმას აწყობს. უნდა, რომ ადგილობრივი ახალგაზრდები აქტიურად ჩართოს ზუგდიდის განვითარების და ევროპულ ქალაქად გადაქცევის პროცესში. უკვე მზად აქვს პროექტი, როგორ უნდა დაეხმაროს სოციალურად გაჭირვებულებს და მათი პირობების გაუმჯობესებაში მთელი სამეგრელო ჩართოს. ამ პრობლემის გადაჭრაში საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებასაც გეგმავს.

ზუგდიდელები ხელისუფლების წინასაარჩევნო ხრიკებს კარგად იცნობენ. ახსოვთ „ქართული ოცნების“ დაპირებები 2016 წელსაც, თუმცა პირობა პირობად დარჩა, პრობლემები პრობლემებად. 

'.$TEXT['print'].'