ოზურგეთში შიდა სარაგბო ფესტივალი ჩატარდა
ოზურგეთში შიდა სარაგბო ფესტივალი ჩატარდა

ა.წ. 12 აპრილს, ოზურგეთის "ზვანი არენაზე" ჩატარდა სარაგბო ფესტივალი, რაგბის განვითარების კავშირის აღსაზრდელ ახალგაზრდა რაგბისტებს შორის.

ფესტივალში მონაწილეობდა 2004-2005, 2006-2007, 2008-2012 წელს დაბადებული 120-ზე მეტი ახალგაზრდა სპორტსმენი.

რაგბის განვითარების კავშირს გახნსილი აქვს სპორტული სექციები, როგორც ადგილზე, ასევე სოფლებში ნარუჯა, დვაბზუ, ცხემლისხიდი, მერია.

კლუბის ხელმძღვანელობის ინიციატივით მოწვეული იყვნენ ბავშვთა მშობლები. ფესტივალს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელები, ასევე ნარუჯის და ცხემლისხიდის დეპუტატები.

ფესტივალი მეტად საინტერესოდ ჩატარდა. ასაკების მიხედვით მონაწილეობა მიიღო 10-ზე მეტმა გუნდმა, მათ შორის გოგონათა გუნდმაც.

ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო სიგელები. ყველაზე პატარა მონაწილე, ნარუჯის გუნდის წევრი,  დაჯილდოვდა სამახსოვრო თასით.

რაგბის განვითარების კავშირის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს ტურნირს მისცეს სისტემატური ხასიათი.

'.$TEXT['print'].'