"არა უშავს ბატონებო, კვერცხებზე ქალბატონი ლილი წამოგვიკრავს ხელს"
ავტორი: გურიის მოამბე
"არა უშავს ბატონებო, კვერცხებზე ქალბატონი ლილი წამოგვიკრავს ხელს"

გურული იუმორი

კომუნისტების დროა. ბიუროს სხდომაზე განიხილავდნენ ფერმებიდან მიღებული პროდუქციის გეგმას. 

აღმოჩნდა, რომ კვარტლის განმავლობაში მხოლოდ ქათმის კვერცხის გეგმა იყო ჩავარდნილი.

მაშინდელმა რაიკომის მესამე მდივანმა "გამოსავალი იპოვა" და განაცხადა: "არა უშავს ბატონებო, კვერცხებზე ქალბატონი ლილი  წამოგვიკრავს ხელსო"-.

ქალბატონი, რომელსაც კვერცხის გეგმის შესრულებაში "ხელი უნდა წამოეკრა" ერთ-ერთი სოფლის ქათმის ფერმის დირექტორი იყო. 

მერე მთელი წლის განმავლობაში ეს ამბავი ოზურგეთში ანეკდოტად დადიოდა. 

'.$TEXT['print'].'