რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს
ავტორი: გურიის მოამბე
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, მედიაში ბილწსიტყვაობის აკრძალვასთან დაკავშირებით დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას ეხმაურება.

როგორც გვარამია წერს, დეპუტატის მიერ გაკეთებულ კომენტარს მუქარად და დაშინების მცდელობად აღიქვამს.

"მე, ნიკა გვარამია, საქართველოს პარლამეტის წევრის - ხუნდაძის, მიერ ივანიშვილის დავალებით ამ წინასწარ დაწერილ და წაკითხულ ტექსტს აღვიქვამ პირადად ჩემს მიმართ მუქარად და დაშინების მცდელობად. მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიურ კორპუსს, ყურადღება მიაქციოს ამ ფაქტს, რომ "სადღაც სახიფათოდ არ გაწყდეს".

"ჩემი გინება არის ჩემი გამოხატვის ფორმა, რომელსაც არ ზღუდავს კანონი და მიმართულია მხოლოდ საქართველოს დამაქცევარის, ბიძინა ივანიშვილისკენ. ის მთავარი პოლიტიკური ფიგურაა ამ ქვეყანაში და აქვს თმენის ვალდებულება. მიეჩვიოს, რომ ხალხს სძულს, წყევლის და აგინებს და ამას საჯაროდ გამოხატავს. ეს არის მისი შეგნებული არჩევანი და, თუ სურს, ამისგან დაისვენოს, ჩამოსცილდეს ხელისუფლებას, სხვა გამოსავალი არ არსებობს.

"შესაბამისად, "თუ ვინმე და რამე აფეთქდება, ოჯახის წევრებს მოთმინება გაუწყდება" და ასე შემდეგ, როგორც ბატონი ხუნდაძე - ივანიშვილის პირადი პარლამენტარი, ამბობს, ეს შესაძლოა, იყოს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები.

"რაც შეეხება ზოგადად გინებას და შეურაცხყოფას, ბევრი მიგვიღია, როგორც პირადად ივანიშვილისგან, ასევე მისი დავალებით მისი დამქაშებისგან. რა რა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების მატირაჟირებელ ოლიგარქს სხვისგან ამგვარი თავდასხმები არ უნდა უკვირდეს," - წერს ნიკა გვარამია.

'.$TEXT['print'].'