შსს-მ ღამის განათების კაბელების ქურდობაზე გამოძიება დაიწყო
ავტორი: გურიის მოამბე
შსს-მ ღამის განათების კაბელების ქურდობაზე გამოძიება დაიწყო
ურეკი-ქობულეთის  ცენტრალურ მაგისტრალზე ღამის განათებების კაბელების მოიპარვის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, საქმე 177-ე მუხლითაა აღძრული,  რაც ქურდობას გულისხმობს. 
როგორც "გურიის მოამბისთვის" დღეს გახდა ცნობილი, ურეკი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ღამის განათებების კაბელები მოიპარეს.

შემთხვევა მიმდინარე კვირის დასაწყისში მოხდა.  

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიებისათვის ჯერ ჯერობით დაუდგენელმა პირებმა, 4 კილომეტრიან ზოლში ღამის ელექტრო კაბელები  მოიპარეს და აქედან, უკვე რამდენიმე დღეა აღნიშნული მონაკვეთი განათების გარეშეა დარჩენილი.

 

 

'.$TEXT['print'].'