ხანძარი ასკანაში -"როიალ ასკანასთან" ფიცრული დაიწვა
ავტორი: გურიის მოამბე
ხანძარი ასკანაში -"როიალ ასკანასთან" ფიცრული დაიწვა

რამდენიმე წუთის წინ, ხანძარი იყო ასკანაში. 

"როიალ ასკანასთან", რომელიც ბიზნესმენი ძმების, ჩხაიძეების საკუთრებაა,  ცეცხლი  ხის ფიცრულს გაუჩნდა, რომელიც მთლიანად დაიწვა. 

ადგილზე სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს. ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოხდა. ცეცხლს გადაურჩა ის მწვანე ნარგავები და  ნაძვები, რომელიც ფიცრულის მიმდებარე ტერიტორიაზეა დარგული. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჩვენთვის ჯერ ჯერობით უცნობია. 

'.$TEXT['print'].'