პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ მე-60 ადგილი დაიკავა
ავტორი: გურიის მოამბე
პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ მე-60 ადგილი დაიკავა

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების 2019 წლის ინდექსში საქართველომ წინა წელთან შედარებით ერთი პოზიციით წინ წაიწია და მე-60 ადგილი დაიკავა.

ინდექსის თანახმად, საქართველოს 28.98 ქულა აქვს. 

ორგანიზაციის საიტზე ნათქვამია, რომ „საქართველოს მედიაგარემო პლურალისტურია, თუმცა კვლავ ძალიან პოლარიზებული“.

ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე სასამართლო დავის შედეგს დიდი გავლენა ექნება.

„ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევები შემცირებულია, თუმცა არის ინფორმაცია მუქარების შესახებ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიებას დამაჯერებელი შედეგები ჯერ არ გამოუღია“, - ნათქვამია ანგარიშში.

'.$TEXT['print'].'