ოზურგეთში ახალი სარაგბო ბაზა აშენდება
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში ახალი სარაგბო ბაზა აშენდება

საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა გაიოზ მონიავამ და ,,რაგბის განვითარების კავშირის“ წარმომადგენლებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი სარაგბო ბაზის ესკიზური მოდელის პრეზენტაცია გამართეს.

პროექტი ზვანში არსებულ სარაგბო კლუბ ,,არწივების“ ტერიტორიაზე განხორციელდება და ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიაზაციას ახალგაზრდებში, ასევე, მათ ჩართულობას სპორტის ამ სახეობაში. 

ამ ეტაპზე სარაგბო კლუბ ,,არწივებს“ 120 სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის აღსაზრდელი ჰყავს და სამომავლოდ კლუბის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, ბავშვთა რაოდენობის გასამმაგებასაც ვარაუდობს. იდეის ინიციატორი ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე გახლავთ.

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ოფიციალური ინფორმაცია

'.$TEXT['print'].'