"ვინ არის დღეს „ქართულ ოცნებაში?" - მხოლოდ მედროვეები"
ავტორი: გურიის მოამბე
"ვინ არის დღეს „ქართულ ოცნებაში?" - მხოლოდ მედროვეები"

 „ქართული ოცნება," როგორც ასეთი, არ არსებობს. ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი - „ქართული ოცნება" არის ერთი ადამიანი. ბიძინა ივანიშვილის გარდა ყველა რომ წავიდეს და სულ ახალი ადამიანები მოვიდნენ, ამით არაფერი შეიცვლება. ეს არ არის კლასიკური ტიპის პარტია, სადაც პიროვნებები არიან.

მარტო ივანიშვილი რომ დარჩეს და სხვა ყველა წავიდეს, ამით ვითარება მაინც არ შეიცვლება, რადგან ყველა რესურსი მის ხელშია. სხვა საკითხია ასეთი სისტემური ნგრევა, რადგან ყველაფერი ბაბილონის გოდოლის პრინციპით არის აშენებული, რომლის რღვევა და ნგრევა დაწყებულია. უბრალოდ, ეს ძველები წავლენ, ახლები კიდევ აღარ მივლენ და თავისთავად, დაიცლება.

„ქართული ოცნება" მნიშვნელობის ცენტრი აღარ არის. ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი უკვე კატასტროფულად შელახულია. რისი იმედი უნდა ჰქონდეთ, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება.

ვინ არის დღეს „ქართულ ოცნებაში?" - მხოლოდ მედროვეები. იქ, როგორც პოლიტიკური ფიგურა, აღარ არის დარჩენილი. მხოლოდ მედროვეები, მაჟორიტარები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში გადადიან იმისდა მიხედვით, ვინ არის ხელისუფლებაში. დღეს „მოქალაქეთა კავშირის" წევრები და „ნაციონალური მოძრაობის" მსახურები არის „ქართული ოცნების" ელიტა. იქ სხვა აღარავინ აღარ დარჩა და მათზე, როგორც რაღაც პოლიტიკური კომპონენტზე და მათ წასვლა-მოსვლაზე მსჯელობა საერთოდ არ მიმაჩნია რეველანტურად"-აცხადებს გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.

'.$TEXT['print'].'