ყველა გაზიარებაში და ლაიქში ბილ გეითსი 1 დოლარს რიცხავს - ახალი კამპანია ფეისბუკზე
ავტორი: გურიის მოამბე
ყველა გაზიარებაში და ლაიქში ბილ გეითსი 1 დოლარს რიცხავს - ახალი კამპანია ფეისბუკზე
UNICEF Georgia სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

„ალბათ ყველას გახსოვთ, Facebook-ის გარიჟრაჟზე მსგავსი პოსტები "ამ პოსტის თითოეულ ლაიქზე 1$ გადარიცხავენ რაღაც ფონდში". მაშინ მათი უმრავლესობა ტყუილი იყო. თუმცა ახლა საქმე სხვაგვარად არის:

იმუნიზაციის მნიშვნელობა კარგად ესმით ბილ და მელინდა გეითსებს და გადაწყვიტეს, თემის ადვოკატირებისთვის თანხები გაიღონ.

აპრილის თვეში ყველა საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტის მოწონებასა (like) და გაზიარებაში (share), რომელიც ჰეშთეგით #VaccinesWork იქნება დაწერილი, ბილ და მელინდა გეითსების ფონდი 1$-ს გადაურიცხავს გაეროს ბავშვთა ფონდს, რომ ყველა პატარამ მიიღოს მათი სიცოცხლის დასაცავად აუცილებელი ვაქცინა.

მოდით, ყველამ შევიტანოთ ჩვენი წვლილი. მოიწონეთ, გააზიარეთ პოსტი საჯაროდ და გამოიყენეთ ჰეშთეგი #VaccinesWork“- ნათქვამია მიმართვაში.

 

'.$TEXT['print'].'