ნატანებში ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა
ავტორი: გურიის მოამბე
ნატანებში ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა

როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, საკუპრიაში, ვალერი საფაროვის ორსართულიანი ხის სახლი მთლიანად დაიწვა.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ხანძარი ტელევიზორის აფეთქებამ გამოიწვია. ცეცხლი სახლს იმდენად სწარაფ მოედო, რომ სახანძროს ადგილზე მისვლამდე, ორივე სართული მთლიანად იყო დამწვარი.

,ოჯახში სამი სული ცხოვრობს, ხანძრის დროს  არავინ დაშავებულა.

'.$TEXT['print'].'