"ქობულიას გათავისუფლების უკან იმალება ივანიშვილის ვიწრო ოჯახური ინტერესები“
ავტორი: გურიის მოამბე
"ქობულიას გათავისუფლების უკან იმალება ივანიშვილის ვიწრო ოჯახური ინტერესები“

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ გიორგი ქობულია ივანიშვილის ოჯახურ ინტერესებს შეეწირა.

„მას ჰქონდა გარკვეული დაპირისპირება პრემიერ-მინისტრთან. შეუძლებელია ეს უკავშირდებოდეს მის მუშაობას, რადგან მთელი „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტი ასე მუშაობს. ეს შესაძლებელია უკავშირდებოდეს სახელმწიფო სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესს, რომლის ხელში ჩაგდებას შესაძლებელია, ცდილობდეს უჩა მამაცაშვილის თუ ივანიშვილის გარემოცვა სხვადასხვა ხერხებით. მისი გათავისუფლების მიზეზი რომ სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვა არ იყო, ცალსახაა. როგორც ჩანს, ამის უკან იმალება ივანიშვილის ვიწრო ოჯახური ინტერესები. ალბათ, ცოტა ხანში კორუფციულ გარიგებებს უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

'.$TEXT['print'].'