საქართველოში მილიონერების რიცხვი გაიზარდა - შემოსავლების სამსახური
ავტორი: გურიის მოამბე
საქართველოში მილიონერების რიცხვი გაიზარდა - შემოსავლების სამსახური

საქართველოში იმ პირთა რაოდენობა გაიზარდა, რომელთა წლიური შემოსავალი მილიონ ლარს აღემატება.

2018 წელს, წინა წელთან შედარებით, მილიონზე მეტი წლიური ანაზღაურება 57 ადამიანით მეტს უფიქსირდება.

შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 1 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი 2018 წელს 323-მა ფიზიკურმა პირმა მიიღო. რიცხვში ასახულია მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.

ვის უფიქსირდება მილიონზე მეტი შემოსავალი მათი ვინაობა საჯარო არ არის. გამონაკლისია ლონდონის ბირჟაზე განთავსებული კომპანიების ხელმძღვანელობის მონაცემები.

'.$TEXT['print'].'