"მივმართავ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს-შემოგვხედეთ, ყველაფერი შესაძლებელია"!
ავტორი: გურიის მოამბე
"მივმართავ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს-შემოგვხედეთ, ყველაფერი შესაძლებელია"!
მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად არ გამოცხადებულა, ორივე მოწინააღმდეგე მხარე აღიარებს ეგზიტპოლების შედეგებს და შესაბამის განხცადებებს აკეთებს.

ოფიციალური განცხადება გააკეთა საკუთარ საარჩევნო შტაბში ვლადიმერ ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა უკრაინელებს მხარდაჭერისთვის და დაპირდა, რომ მათ ნდაობას გაამართლებს.

"ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ. მადლობა ყველა უკრაინელს მხარდაჭერისთვის, იმათაც ვინც სხვა არჩევანი გააკეთა. მადლობა ყველა უკრაინელს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის ამჟამად. პირობას ვდებ, იმედებს არ გაგიწბილებთ.

და ბოლოს, სანამ არ ვარ პრეზიდენტი ოფიციალურად, როგორც რიგითი უკრაინელი, შემიძლია ვთქვა - ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას - შემოგვხედეთ ჩვენ, ყველაფერი შესაძლებელია," - განაცხადა ზელენსკიმ.

'.$TEXT['print'].'