"ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი იმყოფება შემოდგომის ბუზის სტადიაში"- ნათელაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
"ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი იმყოფება შემოდგომის ბუზის სტადიაში"- ნათელაშვილი

“ივანიშვილის რეჟიმს დარჩა ძალიან ცოტა, ის უკვე იმყოფება შემოდგომის ბუზის სტადიაში, ამიტომ რაც დარჩათ იმ პერიოდში,”,-ამგვარად ეხმიანება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, გუშინ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს “კურიერთან”

“ივანიშვილის რეჟიმს დარჩა ძალიან ცოტა, ის უკვე იმყოფება შემოდგომის ბუზის სტადიაში, ამიტომ რაც დარჩათ იმ პერიოდში, შეწყვიტონ ჰესების მშენებლობა მთელ საქართველოში და არცერთ მშვიდობიან მომიტინგეს პროტესტანტს არ ჩამოუვარდეს ერთი თმის ღერიც. სხვა შემთხვევაში, მათი პასუხისმგებლობის საკითხს გადაწყვეტენ არა კომპეტენტური ორგანოები, არამედ ხალხი და იქნებიან ამის ღირსები,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, პანკისის ხეობაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა.

აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს ქვები და ხელკეტები დაუშინეს, რის შემდეგ პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაპირისპირების შედეგად, აქციის რამდენიმე მონაწილე და პოლიციელი დაშავდა.

'.$TEXT['print'].'