ოზურგეთის ყველა საბავშვო ბაღში ახალ ინვენტარს შეიტანენ
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის ყველა საბავშვო ბაღში ახალ ინვენტარს შეიტანენ

ა.(ა).ი.პ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა ბაღებში ინვენტარის განახლება დაიწყო. 
ახალი ინვენტარი დღეს ოზურგეთის N1 საბავშვო ბაღში შეიტანეს.

აიპის ინფორმაციით, მომწოდებელი ეტაპობრივად უზრუნველყოფს ბაღებში ახალი ინვენტარის: მაგიდების, სკამების, საწოლების, თაროების და კარადების შეტანას.

ახალი ინვენტარით ოზურგეთში მოქმედი ყველა საბავშვო ბაღის უზრუნველყოფა მოხდება.

'.$TEXT['print'].'