„ქვეყანა თავზე ექცევათ...“ - ხუხაშვილი მთავრობაზე
ავტორი: გურიის მოამბე
„ქვეყანა თავზე ექცევათ...“ - ხუხაშვილი მთავრობაზე

მოარული ხმები იმის თაობაზე, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლებს, უფრო და უფრო აქტიურდება. მედიაში გავრცელებლი ინფორმაციით, პარტიაში  დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პოზიციებს იმყარებს და შეიძლება ივანიშვილმა უახლოეს დღეებში პერმიერობაც კი შესთავაზოს, დიდად არ სწყალობს რამდენიმე მინისტრს და ქალაქის მერს. ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით კი, ხელისუფლებაში ძალის ცენტრების გადანაწილება იმდენად შეიცვალა, რომ ძალაუფლებისათვის ბრძოლა კულისებში უკვე მიმდინარეობს.

„ამის უკან შეიძლება დავინახოთ შეთქმულების თეორია, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებაში“ შიდა გადანაწილებებში რაღაც ცვლილებები დაიწყო. ანუ ხელისუფლებაში ძალის ცენტრების გადანაწილება იმდენად შეიცვლა, რომ კულისებში ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. გარკვეული შიდა ინტრიგები იქნება.

„ქვეყანა თავზე ექცევათ და რა დროს ინტრიგებია, მაგრამ როცა სახელმწიფოს მართვა არ შეუძლიათ, იწყებენ შიგნიდან საკუთარი სივრცის გაფართოებაზე ზრუნვას. ვინ იქნება ამ ცვლილებების სამიზნე, დეტალები არ ვიცი და არც პერსონალიებზე საუბარი მსურს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გია ხუხაშვილმა.

'.$TEXT['print'].'