"ბიძინამ თქვა ასე, ბიძინას უნდოდა.. და ვინ არის ბიძინა"?
ავტორი: გურიის მოამბე
"ბიძინამ თქვა ასე, ბიძინას უნდოდა.. და ვინ არის ბიძინა"?

"ყოველდიურად ვრწმუნდები იმაში, რომ სწორედ მორჩილების მაღალი ხარისხის ნიშნით შეირჩნენ პარლამენტში ადამიანები, გასაკუთრებით უმრავლესობაში, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა. 

რატომ დაუჭირეს მხარი ამ კანონპროექტს? რადგან ბიძინამ თქვა ასე, ბიძინას უნდოდა და ვინ არის ბიძინა? - ხალხი მიიღებს აბსოლუტურად ადეკვატურ გადაწყვეტილებას და მოიქცევა ისე, როგორც მის მიმართ უნდა მოიქცეს. როგორც ჩანს, ის ყველაზე ფლობს გარკვეული ტიპის ინფორმაციას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, რომ ისინი მართოს. ეს რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის ინტერესი, გამორიცხულია ეს კანონპროექტი ასეთი მაღალი მხადაჭერით გასულიყო. ბიძინა ივანიშვილი უსამართლობის მხარეს დარჩა და მისი გემოვნების ნაწილი კოლექტიური მურუსიძეები არიან.

2020 წელს საქართველოს მოსახელობამ უნდა იყოჩაღოს, რომ უპრინციპო და მონებად ქცეულ ადამიანებს უარი უთხრას, მიუჩინოს თავისი ადგილი. ამ ადამიანების ადგილი პარლამენტში არ არის. ძალიან უხერხულია. არ ვიცი, რატომ არ უყურებენ საკუთარ თავს გვერდიდან. რამდენი გამონაკლისი შემიძლია ვთქვა, - ყველაზე დიდი ათი დეპუტატი, რომელზეც შეიძლება ლაპარაკი. დანარჩენზე, მორალური ღირებულბების მდგრადობის შესახებ არ შემიძლია რაიმე კარგი და დადებითი გითხრათ, გვიჩნდება ლოგიკური შეკითხვა, რატომ უნდა იყვნენ ისინი პარლამენტში"?-ასე აფასებს "რეზონანსთან"  ყოფილი პარლამენტარი ანი მიროტაძე პარლამენტის უმრავლესობის მიერ მოსამართლეტა უვადო შერჩევის წესის კანონპროექტის მხარდაჭერას.

'.$TEXT['print'].'