"საქართველოში გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება"
ავტორი: გურიის მოამბე
"საქართველოში გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება"

„რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ წამოწყებულ ახალ სასამართლო დავას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას სარჩელის შესახებ და არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას ცდილობს.

„სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცი, რა სარჩელზეა ლაპარაკი. დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს თავისუფლება და ყველა ტელევიზია, ყველა ჟურნალისტი, თქვენ არავინ არაფერს არ გიზღუდავთ და ამის ძალიან ბევრი ნათელი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, თუნდაც ბოლო დღეების სიუჟეტები, მე ვერ ვხედავ ამის პრობლემას, რომ საქართველოში ვინმე ვინმეს ზღუდავდეს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ,  ტელეკომპანია “რუსთავი 2“ წინააღმდეგ მორიგი სამართლებრივი დავა დაიწყო. სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს.

'.$TEXT['print'].'