გოგუაძე:"მე მხარს ვუჭერ ზაქარეიშვილს რადგან "ქართულმა ოცნებამ" და ამ ხელისუფლებამ თვითმმართველობა მოკლა"
ავტორი: გურიის მოამბე
გოგუაძე:"მე მხარს ვუჭერ ზაქარეიშვილს რადგან "ქართულმა ოცნებამ" და ამ ხელისუფლებამ თვითმმართველობა მოკლა"

ნინო გოგუაძე:"მხარს ვუჭერ კობა ზაქარეიშვილს რადგან ის არასდროს არ წავა ოზურგეთის თვითმართველობის წინააღმდეგ როგორც "ქართული ოცნება"

"მე მხარ ვუჭერ ოპოზიციურ კანდიდატს იაკობ ზაქარეიშვილს იმისათვის რომ ის არასდროს არ წავა თვითმმართველობის წინააღმდეგ და არასდროს არ გამოუტანს ოზურგეთს განაჩენს ისე როგორც ეს გააკეთეს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა, როცა მხარი დაუჭირეს ოზურგეთის როგორც თვითმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას"

ეს განცხადება დღეს ანასეულში გამართულ შეხვედრაზე ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გოგუაძემ გააკეთა.

ანასეულში ოზურგეთის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოპოზიციური კანდიდატი იაკობ ზაქარეიშვილი ამ წუთებში "ევროპული საქართველოს" ლიდერ დავით ბაქრაძესთან და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრთან დავით მჟავანაძესთან ერთად ამომრჩევლებს ხვდება.

ნინო გოგუაძე, რომელიც წლების განმავლობაში ხელისუფლების მხარდამჭერი იყო ამომრჩევლებს ესაუბრა იმ მიზეზებზე რამაც განაპირობა მისი არჩევანი იაკობ ზაქარეიშვილისა და ოპოზიციის სასარგებლოდ.

ძირითადი მიზეზი კი მისივე თქმით, მასსა და "ქართულ ოცნებას" შორის მომხდარი დაშორებისა ხელისუფლების მიერ ქალაქ ოზურგეთისათვის თვითმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა გახდა .

გოგუაძის ინფორმაციით მოქმედმა ხელისუფლებამ აიძულა მაშინდელი ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატები რომ ხმა თვითმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებისათვის მიეცათ:

"ვფიქრობ რომ საქართველოს დღეს გადაარჩენს თვითმმართველობა და მიმაჩნია რომ "ქართული ოცნების" კანდიდატს არა აქვს მორალური უფლება მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში რადგან "ქართულმა ოცნებამ" და ამ ხელისუფლებამ თვითმმართველობა მოკლა" - თქვა გოგუაძემ.

'.$TEXT['print'].'