შ.პ.ს."ოზურგეთი დენიმითან“ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ავტორი: გურიის მოამბე
შ.პ.ს."ოზურგეთი დენიმითან“ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ოზურგეთში, კიტა მეგრელაძის ქუჩიდან შ.პ.ს "ოზურგეთი დენიმის“ სამეურნეო ეზოსა და საცხოვრებელ კორპუსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარებს.

ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ მიმდინარე სამუშაო პროცესი მოადგილესთან ოსიკო თოთიბაძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, თემურ გიორგაძესთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოებს შპს,,გზამშენი 18“ ახორციელებს.

მშენებლობის ხარისხის კონტროლზე კომპანია "რეალ-ექსპერტი" მუშაობს.

'.$TEXT['print'].'