ლაითურში ხანძრისგან დაზარალებულებისთვის ორსართულიანი კორპუსი აშენდა
ავტორი: გურიის მოამბე
ლაითურში ხანძრისგან დაზარალებულებისთვის ორსართულიანი კორპუსი აშენდა

დაბა ლაითურში ხანძრისგან დაზარალებულებისთვის ორსართულიანი კორპუსი აშენდა. 
დასრულებული სამუშაოები ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან, გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან და მოადგილე ირაკლი სირაძესთან ერთად დაათვალიერა. 
ლაითურში საცხოვრებელი კოპრუსი 2018 წელს დაიწვა, რის შედეგადაც, 5 ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. დაზიანება იმდენად სერიოზული იყო, რომ საცხოვრებელი სახლი რეაბილიტაციას არ დაექვემდებარა. მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო საჭირო თანხები და ახალი სახლის მშენებლობა დაიწყო. 
საცხოვრებელი ფართებით 5 ოჯახი დაკმაყოფილდება. 
სამუშაოების ჯამური ღირებულება 250 000 ლარს შეადგენს.

'.$TEXT['print'].'