"თავს ნუ ისულელებთ და ნუ მორალისტობთ ვიღაცეები"- გამსახურდია
ავტორი: გურიის მოამბე
"თავს ნუ ისულელებთ და ნუ მორალისტობთ ვიღაცეები"- გამსახურდია

 

 

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

"თავს ნუ ისულელებთ და ნუ მორალისტობთ ვიღაცები. არავის, მიუხედავად უარყოფითი დამოკიდებულებისა ძაღლჩაჯმული სტალინის და სუსურუკუს რეჟიმის მიმართ, არავის არ უხარია და არ სჭირდება ხუთიოდე მოხუცის უკანასკნელი დღეების გამწარება.

ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ადამიანები საუკეთესო შემთხვევაში იყვნენ მსხვერპლი, მძევლები, საზარბაზნე ხორცი იმ ძალისათვის, რომელმაც იქამდე ოციოდე წლით ადრე დამოუკიდებელი საქართველო ჩაახშო სისხლში, დახოცა, გადაასახლა და გააქცია პრაქტიკულად ერის საუკეთესო, მოაზროვნე ნაწილი, გაასხვისა ქართული ტერიტორიები და დარჩენილ ხალხს ნაგანიანი ბიდლო დაუსვა ბატონებად!

და დღევანდელი სამართლიანი და სწორი პროტესტი მიმართული იყო არა ამ მოხუცებისადმი, არამედ პუტინის ფეესბეჩნიკური პროექტის წინააღმდეგ, რომელმაც კარგად იცის, რომ საქართველოს მსგავს ტრადიციონალისტურ, კონსერვატიულ საზოგადოებაში მოხუცების, ასაკოვანი ხალხის ზურგს ამოფარება ფრიად მომგებიანია.

ნამდვილად კარგია, რომ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა, მეტი ადამიანი აცნობიერებს ბოლშევიზმის და სტალინიზმის ბოროტებას, სწორად აღიქვამს მოვლენებს, და არა ისე, როგორც სსრკ ისტორიის წიგნში გვასწავლიდენ!"- წერს გამსახურდია.

'.$TEXT['print'].'