"სალამი ღმერთო! ალბათ კაი ხანია საქართველოსკენ აღარ გამოგიხედავს"
ავტორი: გურიის მოამბე
"სალამი ღმერთო! ალბათ კაი ხანია საქართველოსკენ აღარ გამოგიხედავს"

ფეისბუქ მომხმარებელი ლევან ლათარელი სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს წერს.

"სალამი ღმერთო!

ალბათ კაი ხანია საქართველოსკენ აღარ გამოგიხედავს, ამიტომ რამოდენიმე ინფორმაცია მაქვს შენთვის გადმოსაცემი...არც კი ვიცი თხრობა საიდან დავიწყო...ძალიან ვრცელი წერილი რომ არ გამომივიდეს ბოლო 1 კვირის ამბებს მოგახსენებ...

ამ რამოდენიმე დღის წინ ოფიციალურად ვაღიარეთ რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ...კი არ ვაღიარეთ, დავაკანონეთ...ჩვენმა არჩეულმა ლომებმა კიდევ 1 საღლიცინო თემა მოგვცეს...ჩვენც ვიცინით, ვხარხარებთ და ამასობაში ეს ყველაფერი მიზანმიმართული მავნებლობა მგონია...ბევრმა თქვა რა მაგარიაო, ბევრმაც თქვა რა არის მაგარი შიგ ხომ არ გაქვთო და ამასობაში კიდევ უფრო მეტად გავიხლიჩეთ...არ ვიცი ვის რაში აწყობს ეს ამბავი, მაგრამ არც ისეთი სულელები არიან ამ კანონის მიმღებები, როგორადაც თავს გვაჩვენებენ...

დღეს 9 მაისის მსვლელობა გავმართეთ...ერთ-ერთმა წილხვედრელმა კამერების წინაშე დაიჩოქა და პუტინს დახმარება სთხოვა... გვიშველეო, გადაგვარჩინეო, შენს იმედზე ვართო...ამ კადრებს რომ ვუყურე გული გამებზარა მაგრამ რას ვიზამ...თავს ზემოთ ძალა არ არის...ან რა გინდა რომ ჰქნა...ყველაზე კარგი გამოსავალი მაგ ადამიანის ადგილზევე ჩაქვავება იქნებოდა მაგრამ წილხვედრობის გამოცხადებიდან 1 კვირის თავზე ნამეტანი დიდი მკრეხელობა იქნებოდა ეგა...

როენა მამიდა დავაკავეთ როგორც იქნა...იმიტომ რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ბოზების ადგილი არ არის!!!ისე ჩვენში დარჩეს და მართლა ყველა ბოზი რომ დავიჭიროთ ნახევარი საქართველო ძლივსღა თუ დარჩება...!

ამ დროისთვის სულ ეს არის რისი თქმაც მსურდა...არა, იმიტომ კი არ გითხარი რომ მოგვხედო, როგორც თავად ხედავ ჩვენ იგრედაც მაგრადა ვაართ...ხოდა შენ თავს გაუფრთხილდი და ჩვენზე ნუ ინერვიულებ..საიმედო ხელში ვართ.პუტინი მოგვხედამს.

შენი მონა-მორჩილი ლევან", -წერს ლევან ლათარელი.

'.$TEXT['print'].'