ლანჩხუთში, ორ ქუჩაზე მრავალბინიანი სახლების გადახურვა 123 000 ლარი დაჯდება
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში, ორ ქუჩაზე მრავალბინიანი სახლების გადახურვა 123 000 ლარი დაჯდება

ქალაქში, ჟორდანიასა და კუპრეიშვილის ქუჩებზე, მრავალბინიანი სახლების გადახურვა მიმდინარეობს.

სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ნანაძესთან ერთად დაათვალიერა.

-მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ჩვენი თხოვნა, რომ გულთან მიიტანეთ და დაგვეხმარეთ. ეს ძალიან დიდი და სასიკეთო საქმეა. გმადლობთ გვერდით დგომისთვის - განაცხადეს 
ადგილობრივებმა მერთან საუბრისას.
სამუშაოების შესასრულებლად 123 000 ლარი გამოიყო. 
სამუშაოებს შპს „დიასი“ ასრულებს.

ოფიციალური ინფორმაცია.

'.$TEXT['print'].'