აუდიტის საგანგაშო დასკვნა - ინფექციური დაავადებების გავრცელების მთავარი წყარო, სტომატოლოგიური კლინიკებია
ავტორი: გურიის მოამბე
აუდიტის საგანგაშო დასკვნა - ინფექციური დაავადებების გავრცელების მთავარი წყარო, სტომატოლოგიური კლინიკებია

აუდიტის სამსახურის საგანგაშო დასკვნა - ინფექციური დაავადებების გავრცელების მთავარი წყარო, სტომატოლოგიური კლინიკები აღმოჩნდა. შემოწმების საფუძველზე გაირკვა, რომ სტომატოლოგიური კლინიკების თითქმის ნახევარი, კანონის და სტანდარტების დარღვევით მუშაობს.

შავ სიაში მოხვდა რამდენიმე სტაციონარული დაწესებულებაც. ისეთი მძიმე ინფექციების გავრცელების წყარო, როგორიც არის შიდსი, C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი - საქართველოში სწორედ სამედიცინო დაწესებულებებია. 

დასკვნაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არ არის შემუშავებული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა.  დეტალურად გაწერილი მეთოდოლოგია არ არის შემუშავებული, რომლის მიხედვით, რეგულირების სააგენტო უნდა ახორციელებდეს სამედიცინო დაწესებულებების კონტროლს. 

'.$TEXT['print'].'