55 უბედურება რაც რუსულმა პოლიტიკამ გვისახსოვრა! - გახსოვდეს შენი ქვეყნის ისტორია
ავტორი: გურიის მოამბე
55 უბედურება რაც რუსულმა პოლიტიკამ გვისახსოვრა! - გახსოვდეს შენი ქვეყნის ისტორია

დღეს, როდესაც დგახარ ძალით წართმეული საკუთარი მიწის მიღმა და მავთულხლართიდან გადასცქერი "შენს" უკვე ყოფილს და წაგლეჯილს... უნებურად გეფიქრება, რომ ეს ყველაფერი აქ და ახლა კი არა ... ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო...

დაიწყო...გაგრძელდა... და დღემდე არ იცი, სადამდე გასტანს...

"ზოგმა დამპყრობელმა ქუდი დაგვიტოვა თავისი, ზოგმა ტანსაცმელი, ზოგმა ცბიერება, ზოგმა თვალთმაქცობა, ზოგმა უზნეობა, ზოგმა ენა შეგვირყვნა და ზოგმა რჯული, მაგრამ იმდენი ზარალი, ზნეობრივ-გონებრივი ზარალი, არავის არ მოუყენებია, როგორიც მოგვაყენა რუსეთმა. 

სხვა მტერი რომ შემოვიდოდა ხოლმე საქართველოში, მიანგრ-მოანგრევდა, ააწიოკებდა მას და კვლავ გარბოდა. საქართველო რჩებოდა ისევ თვითარსად, თვითმმართველად, თავის თავის გამგებლად და ავად თუ კარგად თვითვე უვლიდა თავის შინაურსა და გარეშე საქმეებს. რუსები კი, მოვიდნენ თუ არა საქართველოში, მაშინვე სწვდნენ ქართველ ერს სულის სიღრმეში და მოინდომეს მისი გადაგვარება, მისი თავისებურობის მოსპობა.

მათ თანდათანობით მოსპეს ჩვენი ეროვნული სკოლა, სამართალი, შემოიტანეს თავისი კანონები, სატუსაღოები, სკოლები, ყაზარმები და მონღოლურ-სლავური ვერაგობით იქამდე გაგვიხადეს საქმე, რომ დღესაც კი - რუსეთის დანგრევის შემდეგაც კი არამც თუ ძველი თაობა, არამედ ახალი თაობაც კი ჯერაც გონს ვერ მოსულა და ისევ რუსულად აზროვნებს, მღერის, ჟღმურტულებს. 

მარტო ბრმა და ყრუ ან ჯიუტი და მოღალატე ქართველი - მახარაძე-ორჯონიკიძის ტიპისა, თუ ვერ დაინახავს იმ უფსკრულს, რომელსაც უმზადებს ქართველ ერს დღევანდელი რუსეთი"- წერდა გრიგოლ რობაქიძე.

ბრაზმორეული აკაკი წერეთელი კი ლექსად ამობობდა სათქმელს :

....

დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო, 
როგორ გინდა მომიარო?

ბუნებისგან დაჩაგრული
განა შესძლებ მეგობრობას?
მოშხამული, ცივი გული
სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას.

წლიდან წლამდე უცნაურად
გეყინება ტვინი თავში!
უნდა ძალაუნებურად
ეხვეოდე დათვის ტყავში!

დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო, 
რომ მფლობელად აღგიარო.


ეს კი ის "მცირე" ჩამონათვალია, უბედურებათა ნუსხა... რაც რუსულმა პოლიტიკამ გვისახსოვრა. 

1. 1722 - ვახტანგ VI-ს შეტოვება ოსმალეთთან

2. 1770 - ღალატი ასპინძის ომში

3. 1770 - ბაგრატის ტაძრის აფეთქება

4. 1795 - ღალატი კრწანისის ომში

5. 1801 - საქართველოს ანექსია

6.1801 - ქართული სამეფო ოჯახის გადასახლება

7. 1804 - მთიულეთის აჯანყების ჩახშობა

8. 1810. იმერეთის სამეფოს ოკუპაცია და ანექსია

9.1811 - ავტოკეფალიის გაუქმება

10. 1812 - კახეთის აჯანყების ჩახშობა

11. 1819 - იმერეთის აჯანყების ჩახშობა

12. 1841 - გურიის აჯანყების ჩახშობა

13. 1856 - სამეგრელოს აჯანყების ჩახშობა

14. 1887 - დიმიტრი ყიფიანის მკვლელობა

15. მოოქრული ხატების ძარცვა-დატაცება, ეკლესიების კირით შეთეთრება, სკოლებში, ეკლესიებში, სასამართლო სისტემაში ქართული ენის გაძევების და რუსულის დაკანონების მცდელობა

16.1920 - საქართველოს ისტორიული მიწის - ჯიქეთის მიერთება, სოჭის ანექსია

17. 1920 - საქართველოს ისტორიული კუთხის - ჰერეთის (ზაქათალის ოლქი და ფოილოს რაიონი, ყარაიას ველის ჩათვლით) აზერბაიჯანსისთვის გადაცემა

18. 1921 - ართვინის და ოლთისის ოლქები თურქეთს გადასცა

19. 1921.- ბათუმის ოლქის ნაწილის - ბორჩხის - თურქეთისთვის გადასცა

20 . 1921 - საქართველოს სახელმწიფოს ანექსია

21. 1921 - საინგილოს და ლორეს, ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილის (ყარსის ხელშეკრულებით) გაჩუქება

22. 1922 - შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შიდა ქართლის ტერიტორიაზე

23. 1922 - სვანეთის აჯანყების ჩახშობა

24. 1923 - კოტე აფხაზის დახვრეტა

25. 1923 - ლევან რაზიკაშვილის დახვრეტა

26. 1924 - ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყების სისატიკით ჩახშობა - 12 ათასი მოკლული

27. 1924 - ვალიკო ჯუღელის დახვრეტა

28. 1925 - მიხა ხელაშვილის მკვლელობა

29. 1931 - აფხაზეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა

30. 1931 - საქართველოს უძველესი კუთხის, დვალეთის მიერთება

31. 1931 -.ე.წ. ნეიტრალური ზონის ბორჩალოს მაზრის ჩათვლით - სომხეთისთვის გადაცემა

32. 1931 - ლორეს დაკარგვა

33.1937 - მიხეილ ჯავახიშვილის დახვრეტა

34. 1937 - სანდრო ახმეტელის დახვრეტა

35. 1937 - გიორგი მაზნიაშვილის დახვრეტა

36.1937 - ტიციან ტაბიძეს დახვრეტა

37. 1937 - ევგენი მიქელაძეს დახვრეტა

38. 1937 - დიმიტრი შევარდნაძეს დახვრეტა

39. 1937 - ვახტანგ კოტეტიშვილის დახვრეტა

40. 1937 - ნიკოლო მიწიშვილის დახვრეტა

41. 1937 - გიორგი ელიავას დახვრეტა

42. 1937 - ბესარიონ ჭიჭინაძეს დახვრეტა / ზაჰესის და რიონჰესის დამპროექტებელი /

43. 1941-1945 გერმანია-რუსეთის ომის დროს 300 000 დაღუპული ქართველი, მოსახლეობის 10%

44. 1942 - სტუდენტებისგან შემდგარი პატრიოტული ორგანიზაცია "სამანის“ 17 წევრის დახვრეტა

45. 1956 - 9 მარტის ტრაგედია

46. 1978 - სახელმწიფო ენის გაუქმების მცდელობა

47. 1989 - 9 აპრილის ტრაგედია

48. 1989 - მერაბ კოსტავას მკვლელობა

49. 1991 - პუტჩის ორგანიზება

50. 1992-1993 აფხაზეთის ომი, 25 000 დაღუპული, 300 000 იძულებით გადაადგილებული

51. 1993 - ზვიად გამსახურდიას მკვლელობა

52. 2004 - შეტაკებები სამაჩაბლოში

53.2008 - ომი საქართველოს წინააღმდეგ

54. 2008 - სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობად ცნობა, საქართველომ დაკარგა ტერიტორიის 20%

55. 2008-2018 მცოცავი ოკუპაცია. 

 

intermedia.ge

'.$TEXT['print'].'